logo_geo
eng_logo
აგვისტოს ომში დაღუპული გმირები რუსთავში გაიხსენეს
- +

8 აგვისტო. 2023. 15:57

 

 

დღეს, 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან გოგოლაურმა, სამმართველოს თანამშრომლებმა, ადგილობრივმა ვეტერანებმა, რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებმა და აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა თანამებრძოლებმა, ქ.რუსთავში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი - დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები, იძულებით, თითქმის, 150 000 ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner