logo_geo
eng_logo
ოზურგეთში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

8 აგვისტო. 2023. 17:21

 

 

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა - გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოზურგეთში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

„ოზურგეთში პატივი მივაგეთ რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილ გმირებს - თეიმურაზ ჭიტაძეს, თამაზ ნიკიტინს და ზაურ თენიეშვილს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებსა და ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას.

 

ყოველთვის საამაყო იქნება ჩვენი ჯარისკაცების თავდადება, რომელიც მათ  სამშობლოს წინაშე მიუძღვით. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნისა და მათი ოჯახების წინაშე!“ - აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner