logo_geo
eng_logo
„ნოდარ ნიშნიანიძის სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა“
- +

6 სექტემბერი. 2016. 17:31



იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ნიშნიანიძის საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ნიშნიანიძისგან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა.

მისივე თქმით, იარაღზე ასევე აღინიშნება დენთის კვალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება.



რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას, რომ მას იარაღი ჩაუდეს, გოგორელიანის განმარტებით, ეს ფაქტი თავად დაცვის მხარემ უნდა დაადასტუროს შესაბამისი მტკიცებულებებით.



თავის მხრივ პროკურორმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბრალდებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ დაადატუროს ნოდარ ნიშნიანიძის სახლში იარაღის არსებობა.



ნოდარ ნიშნიანიძის სახლში იარაღის არსებობა დასტურდება ჩხრეკის ოქმით, რომელზეც არც ერთ ოჯახის წევრს შენიშვნა არ გაუკეთებია. ასევე გენეტიკური ექსპერტიზით დასტურდება, რომ ამოღებულ იარაღზე არის ნოდარ ნიშნიანიძის გენეტიკური პროფილი. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარეს აქვს შესაბამისი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ ნოდარ ნიშნიანიძის სახლიდან ამოღებული იარაღი მას ეკუთვნის", - განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.

 


რაც შეეხება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას, პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნული მოთხოვნა რამდენიმე არგუმენტით დაასაბუთა.



ბრალდებამ პატიმრობა დაასაბუთა მისი მიმალვი საფრთხიდან გამომდინარე, ვინაიდან მუხლი, რომლითაც ნიშნიანიძეს ბრალი აქვს წაყენებული, 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აგრეთვე მისი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხით, ვინაიდან წარსულში ასევე ნასამართლევია ძალადობრივი დანაშაულისთვის", - განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner