კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ლაშა ბუღაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ „ციხის კადრები“ დადგმული იყო. ამ თემაზე ხაინდრავა Twitter-ზე წერს.
„ციხის კადრები დადგმული იყოო… ბუღაძე, შენი დარი დრამატურგი თუ მოიგონებდა ციხის კადრების დადგმას! მიშას რეჟისურით მერაბიშვილ ადეიშვილ ბოკერიას სცენოგრაფიით ახალაია ქარდავა კასტილიანის შესრულებით! ამ კადრების მსხვერპლად ყოფნა როგორ გისურვო... ღირსი კი ხარ!“ - წერს ხაინდრავა.