„აშშ სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
„ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ სიცოცხლის გადასარჩენად და დაშავებულების დასახმარებლად“, - აღნიშნა მან.