კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის კენჭისყრა დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები G ჯგუფში მოხვდა, რომელშიც მისი მეტოქეები სერბეთის, ფინეთისა და დანიის გუნდები იქნებიან.
„ევრობასკეტ 2025“ 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ტურნირს ლატვია, კვიპროსი, ფინეთი და პოლონეთი უმასპინძლებენ. მასში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.