გლდანის მესამე მიკრორაიონში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
არსებული ცნობით, ლიბერთის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც იარაღის მუქარით ფული წაიღო და გაიქცა.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, ასევე, უცნობია თუ რა რაოდენობის თანხაა წაღებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.