„ერთი კვირა გადის შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა საქართველოს უახლესი ისტორიაში. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, რაჭას და მთლიანად საქართველოს. ეს ტრაგედია დიდხანს აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია სოლიდარობა და თანადგომა.
პარლამენტის თავმჯდომარე მადლობას უხდის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელს და წევრებს, მაშველებს, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს გოჩა ენუქიძეს, სოფ. გლოლის მოსახლეობას და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც განსაკუთრებული სამოქალაქო სიმამაცე და სხვებზე ზრუნვა გამოიჩინეს.
„ერთი კვირა გადის შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა საქართველოს უახლესი ისტორიაში. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, რაჭას და მთლიანად საქართველოს. ეს ტრაგედია დიდხანს აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში.
მინდა მადლობა გადავუხადო საგანგებო შტაბის ხელმძღვანელს და წევრებს; განსაკუთრებით რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ გოჩა ენუქიძეს, რომელიც მთელი ეს პერიოდი დღე და ღამე იმყოფება სტიქიის ზონაში და წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაშველებს, რომლებმაც სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს 210 ადამიანი. როგორც იცით, ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაკარგულად ითვლება 33 ადამიანი, საიდანაც დღეს დილის განახლებული მონაცემებით ნაპოვნია 20 ადამიანის ცხედარი.
ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია სოლიდარობა და თანადგომა. ამიტომ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, უპირველეს ყოვლისა სოფ. გლოლის მოსახლეობას, რომლებიც პირველები იყვნენ სტიქიის ადგილზე და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც განსაკუთრებული სამოქალაქო სიმამაცე და სხვებზე ზრუნვა გამოიჩინეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.