logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღემდე არ ჩერდება ყალბი ნარატივი ვერტმფრენების თემაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა არაერთხელ განმარტა ვერტმფრენის გამოყენებასთან დაკავშირებით ყველა დეტალი
- +

9 აგვისტო. 2023. 14:16

 

 

„დღემდე არ ჩერდება ყალბი ნარატივი ვერტმფრენების თემაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა არაერთხელ განმარტა ვერტმფრენის გამოყენებასთან დაკავშირებით ყველა დეტალი, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 ყალბი ნარატივი, თითქოს ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების დაწყება დააგვიანეს  - ერთ-ერთია იმ ცხრა ყალბ ნარატივს შორის, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

„ორი ვერტმფრენი სტანდარტულ დროში იქნა მობილიზებული და არასრულ სამ საათში ისინი უკვე სტიქიის ზონაში იყო.

 

ვერტმფრენებს სტიქიის ზონაში დღის საათებში სამუშაოდ ჰქონდათ 3 საათი. შესაბამისად, მაშველებს ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა ვერტმფრენებით სრულად დაეთვალიერებინათ სტიქიის ეპიცენტრი კურორტ შოვის ტერიტორიაზე - რომლის სიგრძე არის დაახლოებით 1000 მეტრი, ხოლო სიგანე 270 მეტრი - ამ დათვალიერებით გადარჩენილების აღმოჩენა იქნებოდა შესაძლებელი, შესაბამისად მოხდა ვერტმფრენებით დათვალიერება ამ ტერიტორიის სრულად. ამასთან, პირველივე წუთებიდან ვერტმფრენების პარალელურად, ისევე როგორც ღამის საათებში მაშველები იყენებდნენ დრონს, რომელიც აღჭურვილია სითბური სენსორით.

 

სტიქიის დღესვე მოხერხდა ვერტმფრენების დასმა სასტუმრო ,,სანსეტ შოვის'' წინ მდელოზე და პირველივე დღეს მოხდა უშუალოდ სტიქიაში მოყოლილი ყველა პირის (70 ადამიანი) ევაკუაცია.

 

პარალელურად, მაშველებმა მოიძიეს დარჩენილი პირები, ვინც უშუალოდ სტიქიის ზონაში არ იყვნენ, თუმცა იმის გამო რომ სტიქიამ მოშალა გზა და ხიდი, მოწყვეტილი იყვნენ გარე სამყაროს. ყველა ეს პირი მაშველებმა გადაიყვანეს სტიქიის საფრთხის მიღმა მდებარე ბანაკში, უზრუნველყვეს ყველა საჭიროებით, მთელი ღამე დარჩნენ მათთან და მეორე დღეს ბანაკში მყოფ სხვა პირებთან ერთად ვერტმფრენებით გადაიყვანეს ქ. ონში (ჯამში 140 ადამიანი).

 

გარდა ვერტმფრენებისა, უმოკლეს დროში მობილიზებულ იქნა ასამდე მძიმე და სხვა სახის ტექნიკა, მოეწყო ხიდი, გაიჭრა ჯამში დაახლოებით 2 კმ სიგრძის ორი სრულიად ახალი გზა. ძებნის სამუშაოებში ჩართული იყო 400 მაშველი, 200 ჯარისკაცი და 100-მდე პოლიციელი და რეინჯერი. საზოგადოება თავად ხედავდა, თუ რა მასშტაბების სამუშაოები ტარდებოდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner