logo_geo
eng_logo
ნინო თანდილაშვილი: ხაზგასმით შემიძლია განვაცხადო, წყლის შეგუბებას ხეობაში ადგილი არ ჰქონია. ეს დამატებით დაადასტურა მიღებულმა სატელიტურმა მონაცემებმა
- +

9 აგვისტო. 2023. 19:44

საქმე გვაქვს კლდე-ზვავური მასის ჩამოწოლასთან, რომელიც დაეჯახა მყინვარს, აქტიურობაში მოიყვანა მყინვარის 72 ჰექტარზე გაშლილი მასა. რომ წარმოიდგინოთ მასშტაბები - ნახევარი მილიონი კუბური მეტრი კლდე-ზვავური მასა დაეჯახა 72 ჰექტარზე გაშლილი მყინვარულ მასას და მყინვარქვეშა ქვების აქტიურობა გამოიწვია, რაც ზედაპირზე არ ჩანს და საბოლოო ჯამში წარმოიშვა ის მასშტაბური ღვარცოფული პროცესი, რომელიც ძალიან მაღალი სისწრაფით განვითარდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ბრიფინგზე შოვში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია, რასაც სატელიტური ფოტოები ადასტურებს.

ხაზგასმით შემიძლია განვაცხადო, წყლის შეგუბებას ხეობაში არ ჰქონია ადგილი. ამას ადასტურებდა ჩვენ მიერ გავრცელებული წყლის დონის ზომვის სადგურის მონაცემები, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში იყო მოცემული, რომელიც საზოგადოებამ იხილა. ჩვენ ყველას გავუგზავნეთ ეს დასკვნა - არასამთავრობო ორგანიზაციებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს და ამ დასკვნაში მოცემული ინფორმაცია არის ღია და საჯარო.

ეს დამატებით დაადასტურა მიღებულმა სატელიტურმა მონაცემებმა, რომელიც სტიქიამდე 3 საათით ადრე პროცესებს აღწერს ხეობაში. ამ სურათზეც ცალსახად შეგვიძლია ვნახოთ, რომ იქ არანაირ წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონდა. “, - განაცხადა თანდილაშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს მაღალი ხარისხის სატელიტურ ფოტოებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია სააგენტოს პირველად დასკვნაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner