logo_geo
eng_logo
ნინო თანდილაშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, ამის წინსწრებით პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი
- +

9 აგვისტო. 2023. 19:45

"როდესაც ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, ასეთი კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, ამის წინსწრებით პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წყლის დაგუბებას ხეობაში ადგილი არ ჰქონია და ყველას მოუწოდა არ გაავრცელონ დეზინფორმაციული ცნობები.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქმე გვაქვს კომპლექსურ სტიქიურ პროცესთან. სავარაუდოდ ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასა ჩამოწვა, მოხდა მყინვართან შეჯახება და ამან გამოიწვია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი, რომელიც განვითარდა ხეობაში. მსგავსი ტიპის მოვლენის წინასწარ პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი“, - აღნიშნა თანდილაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner