ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის წარმომადგენელთ მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი რეკომენდაციებს არ ასრულებენ.
„პრაქტიკულად აღიარეს კიდეც ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებმა, რომ მოტივირებულები არიან ხელი შეუშალონ ქვეყანას ამ მიმართულებით წარმატების მიღწევაში. ისინი არიან არა მხოლოდ ტენდენციურები ამ შეფასებაში, არამედ აბსოლუტურად უსაფუძვლო არგუმენტებით შეიარაღებულები“, - განაცხადა სარჯველაძემ.