საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტურნირის ჩემპიონები გიორგი ქალდანი (-73 კგ) და რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ) გახდნენ.
ვერცხლის მედალს ინა ქალდანი (-70 კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ნუკრი მიღრიჯანაშვილმა, ზურაბ ზურაბიანმა (ორივე 60 კგ) და ლაშა ყიზილაშვილმა (90 კგ) მოიპოვეს.