logo_geo
eng_logo
თურქეთი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაასრულონ ომი
- +

9 აგვისტო. 2023. 22:13

თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ომის დასრულების მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

"შავ ზღვაში დაძაბულობის მატება არავის მოუტანს სარგებელს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დაასრულონ ომი. მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნება აღკვეთს შესაძლო ნეგატიურ შედეგებს გაჭირვებულ ქვეყნებში და ხელს შეუწყობს სურსათის სტაბილურობას", - ნათქვამია განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner