logo_geo
eng_logo
ტრამპი: ჩემი პოლიტიკური ოპონენტი ჭკუიდან გადადის და ცდილობს ხელყოს ჩემი საპრეზიდენტო კამპანია
- +

9 აგვისტო. 2023. 23:48

ჩემი პოლიტიკური ოპონენტი ჭკუიდან გადადის და ცდილობს ხელყოს ჩემი საპრეზიდენტო კამპანია, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა მოითხოვა წვდომა დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშზე. თავდაპირველად Twitter-მა გადადო მოთხოვნის შესრულება, რადგან სურდა ჯერ ტრამპისთვის ეცნობებინა მოთხოვნის შესახებ. შედეგად, სასამართლომ კომპანიის ასეთი ქმედება უპატივცემულობად ცნო და 350 000 დოლარის ჯარიმა დააკისრა.

დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სერიოზული დარტყმაა მის სამოქალაქო უფლებებზე.

"აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. ჯერ კიდევ არსებობს [კონსტიტუციის] პირველი შესწორება? ბნელი დღეებია ამერიკაში!" - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner