„ვინაიდან საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთთან თანხების საბანკო მიმოქცევა დაბლოკილია, ნაძარცვი ფული გადაჰყავთ კრიპტოვალუტაში - მოგება მხარეებს შორის იყოფა 50/50-ის პრინციპით“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა უკრაინულმა ტელეგრამ-არხმა, რომელიც იუწყება, რომ უკრაინა და რუსეთი ეწევა ერთობლივ კრიპტობიზნესს, რომელსაც სათავეში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი უდგას.
"სენსაციურ ინფორმაციას გვაწვდის უკრაინული ტელეგრამ-არხი "Резидент"-ი, თანაც წყაროდ უთითებს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისს. "სუნგარეშე" არა - "არომატული" ფულის ისტორიაა. ევროპაში მიმდინარე "ქოლ-ცენტრების" შემოწმების გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი იქნა რუსეთ-უკრაინის სინდიკატი, რომელიც აქტიურად აგრძელებს მუშაობას ძირძველი სლავური დევიზით: "кому война, а кому - мать родна".
საკომუნიკაციო ნომრების და თანხების გამოსატანად საჭირო ანგარიშების მომწოდებლები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე, ხოლო ზარების განსახორციელებელი ძირითადი ოფისები განლაგებულია უკრაინაში. თუ ვინ არის უკრაინული ოფისების დამფუძნებელი, ამის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. მხოლოდ შეგახსენებთ - "მედიამაგნატი" და "პოლიტპატიმარი" დავით კეზერაშვილი.
ვინაიდან საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთთან თანხების საბანკო მიმოქცევა დაბლოკილია, ნაძარცვი ფული გადაჰყავთ კრიპტოვალუტაში - მოგება მხარეებს შორის იყოფა 50/50-ის პრინციპით. რუსეთიდანაც თანხების გატანა უკრაინაში ან დასავლურ ბანკებში შეუძლებელია, ამიტომ შუალედური ყალბი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, ხდება ჯერ ფულის "განაღდება", შემდეგ კი მისი ტრანსფორმირება "ციფრულ" ვალუტაში.
რუსეთ-უკრაინის ერთობლივი ბიზნესი ქართველი ოლიგარქის მონაწილეობით წარმატებით აგრძელებს სარფიან საქმიანობას ომისა და სანქციების მიუხედავად. 2022 წლის ბრუნვამ შეადგინა 12 მილიარდი გრივნა. უკრაინული "კეზერ-ქოლ-ცენტრები", რუსეთთან პარალელურად, აგრძელებენ თანამშრომლობას დასავლეთთან, ასევე (წყაროს ინფორმაციით), იყენებენ ფულის გათეთრების ანალოგიურ სქემებს საქართველოს და ბალტიისპირეთის მცირე ბანკებთან კოოპერაციაში, რისი მეშვეობით თავისუფლად ახორციელებენ ტრანზაქციებს უკრაინაში.
Nothing personal - just business!," - წერს ქართველიშვილი.