logo_geo
eng_logo
ონის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 21 გარდაცვლილიდან 19 უკვე იდენტიფიცირებულია
- +

10 აგვისტო. 2023. 11:13

 

 

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდაშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 21 გარდაცვლილიდან 19 უკვე იდენტიფიცირებულია.

 

„მიმდინარეობს 12 ადამიანის საძიებო სამუშაოები. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმებული და გადადებულია“, - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერი.

 

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 19 უკვე იდენტიფიცირებული. 12 პირის ძიებისთვის კი მუშაობა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner