logo_geo
eng_logo
თემურ მღებრიშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ცოცხალი ძალის, სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების აბსოლუტურად იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება იყოს გონივრული
- +

10 აგვისტო. 2023. 13:17

 

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ცოცხალი ძალის, სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების აბსოლუტურად იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება იყოს გონივრული, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე, შოვში განხორციელებულ სამაშველო-სალიკვიდაციო სამუშაოებზე საუბრისას განუცხადა.

 

„ნებისმიერ ინციდენტზე რეაგირებისთვის ჩვენ გვაქვს გათვლა ყველაზე უარესის. რაც შეეხება უფრო სწრაფად ჩართვას და დავაკელით თუ არა რაიმე, მე რომ ახლა ამ კითხვას მისვამთ, ალბათ, ძალიან სუბიექტურად ჩამითვლით თუკი გიპასუხებთ, გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ არაფერი დაგვიკლია. შემიძლია ამის ძალიან ქრონოლოგიურად ახსნა.

 

სამი ვერტმფრენი იყო მობილიზებული - ერთი ქუთაისიდან, 2 - თბილისიდან, რომლებიც დაუყოვნებლივ მზად იყვნენ გამოსაფრენად. მეტეოროლოგიური პირობების გამო ქუთაისიდან ვერტმფრენი ვერ აფრინდა. პარალელურად, თბილისიდან მოვასწარით ჩამოსვლა ვერტმფრენების საშუალებით. როდესაც პირველი ვერტმფრენი ჩამოფრინა, ჩვენ ჩამოვიტანთ 2 სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში. ის, რომ რაღაც დავაკელით, არაფერი არ დაგვიკლია

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის რესურსი: ადამიანური, ცოცხალი ძალის, სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების აბსოლუტურად იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება გონივრული იყოს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner