logo_geo
eng_logo
თემურ მღებრიშვილი: პრემიერისა და შს მინისტრის დავალებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი
- +

10 აგვისტო. 2023. 14:06

 

 

თემურ მღებრიშვილმა განმარტა როდემდე გაგრძელდება შოვში, სტიქიის ზონაში საძიებო სამუშაოები. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მეხანძრე-მაშველების ერთკვირიანი მუშაობის შეჯამებისას განაცხადა.

 

„ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება კეთდებოდეს კონკრეტული სტიქიური უბედურების ზონებში. თუმცა, პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, თუნდაც რაიმე სახის ფრაგმენტი. სამწუხაროდ, გვიწევს ამ ძალიან მძიმე თემაზე საუბარი, მაგრამ ეს არის ფაქტი“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner