logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი ქართულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნაზე პარტნიორებთან ერთად „კვირაში“ ისაუბრებს
- +

6 სექტემბერი. 2016. 17:54



სამგორის N12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი ხვალ პორტალ „კვირას" პრესკლუბში პარტნიორებთან ერთად პრესკონფერენციას მართავს.  ამერიკული რესპუბლიკური პარტიის კლუბ „ქვინსის" ვიცე-პრეზიდენტი, ამავდროულად,  ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „თვისტომის" პრეზიდენტი  ნიკოლოზ ჩხეიძე და ამერიკული რესპუბლიკური კლუბის ბიზნესბორდის დირექტორატის წევრი  ჯოზეფ ქონქენანი  ირაკლი შიხიაშვილთან ერთად საქართველოში ახალი წარმომადგენლობის, არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრებენ.


როგორც ამერიკიდან ჩამოსული სტუმრები აცხადებენ, მათი ვიზიტის მიზანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დაახლოება იქნება.


არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის შექმის შესახებ განცხადებები ხვალ გაკეთდება, „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი" დაერქმევა.


„ეს არის ამერიკის რესპუბლიკული პარტიის კლუბი, რომლის ღირებულებები და ფასეულებები ძალიან ახლოს არის ქართველ საზოგადოებასთან. ის ეფუძნება ოჯახის, ქვეყნის ტრადიციებს, პატრიოტიზმს, პასუხისმგებლობას, ზნეობრივ ფასეულობებს. ჩვენი სურვილია, რომ ქართველები და ამერიკელები უკეთესად იცნობდნენ ერთმანეთს. ასევე, ჩვენი მიზანია, განათლების მიმართულებით მეტი ხარისხი გაჩნდეს. ჩვენს ახალგაზრდობას შანსი მიეცეს, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ ამერიკაში. ჩვენი წარმომადგენლობა ახალგაზრდებს ამაში ხელს შეუწყობს.

 

სურვილი გვაქვს, ავაშენოთ კიდევ ერთი ხიდი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს დამეგობრებას, რათა კულტურული, ტრადიციული, ეროვნული ფასეულობები უფრო მეტად შემჭიდროვდეს ორ ქვეყანას შორის", - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.


პორტალ „კვირას" პრესკლუბში პრესკონფერენცია 7 სექტემბერს, 11:30 საათზე, გაიმართება, სადაც მეტი ინფორმაცია გაჟღერდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner