“რამდენიმე ახალი გზა გაიჭრა. ყველა მონაკვეთთან შესაძლებელია მისვლა და ტექნიკით მუშაობა”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ უპრეცედენტო მობილიზებით, რაც მოხდა ამ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ტექნიკისა და ადამიანური რესურსის მხრივ, მოხერხდა, რომ რამდენიმე ახალი გზა გაიჭრა. ყველა მონაკვეთთან შესაძლებელია მისვლა და ტექნიკით მუშაობა. ამიტომ იმედი მაქვს შესაძლებელი იქნება, რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტურად იმუშაონ მაშველებმა. დღეს თემურ მღებრიშვილმა ბრიფინგზე დეტალურად აღწერა მთლიანად ეს პროცესი - პირველი წუთიდან დღემდე რას აკეთებდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ვფიქრობ, რომ რასაც საზოგადოება ისედაც ხედავდა, კიდევ ერთხელ შეჯამების სახით მოისმინა ყველამ, თუ რა მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 19 უკვე იდენტიფიცირებულია. 12 პირის ძიებისთვის კი მუშაობა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.