logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ვერტმფრენების შეძენის საკითხით მანიპულირება და სტიქიასთან დაკავშირება მართებული არ არის, რადგან ისინი სტიქიის ადგილზე იყვნენ და მუშაობდნენ
- +

10 აგვისტო. 2023. 14:15

 

 

„სამი ვერტმფრენი შეძენილია და ველოდებით მათ ჩამოყვანას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვერტმფრენების შეძენის საკითხით მანიპულირება და დაკავშირება სტიქიასთან მართებული არ არის, რადგან ისინი სტიქიის ადგილზე იყვნენ და მუშაობდნენ.

 

„სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და ხდება მისი ეტაპობრივი მოწოდება. თუ არ ვცდები ხელშეკრულებაც დაიდო შარშან ან შარშანწინ, არ მინდა შევცდე თარიღში. სამი ვერტმფრენი შეძენილია და ველოდებით მათ ჩამოყვანას. მეორე საკითხია სტიქიასთან ამ საკითხის მანიპულაციური დაკავშირდება. დღესაც მოისმინეთ საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელის ბრიფინგი, სადაც ის საუბრობდა მათ შორის ვერტმფრენების მობილიზებაზე, რომ ისინი ადგილზე იყვნენ, დღის განათებაში სამი საათის განმავლობაში შეეძლოთ მუშაობა. არის დრონები, სითბური, სენსორებით აღჭურვილი, რომლებიც მთელი ღამე მუშაობდნენ. ასე რომ ყველა დასახული ამოცანა შესრულდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner