logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: არის მორიგი ისტერიის შექმნის მცდელობა საგამოძიებო კომისიებით
- +

10 აგვისტო. 2023. 14:57

 

 

„რა კითხვები დარჩა, რომელზეც პასუხი ვერ მიიღეს და რამდენად აუცილებელია ამ კითხვებისთვის, თუ კი რამე აქვთ, აუცილებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა. მე უფრო მესახება, რომ ეს არის მორიგი პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა საგამოძიებო კომისიებით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტები, მაგალითად ინტერპელაცია. შეუძლიათ დაიბარონ მინისტრი და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის კიდევ ერთ მცდელობა, რაც არ ეკადრება იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც ჩვენ ამ სტიქიიდან გამომდინარე გვაქვს. ვფიქრობ უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ პოლიტიკოსები და ასეთ სტიქიას და ასეთ ტრაგედიას არ უნდა იყენებდნენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ქულებისთვის“, - განამარტა შალვა პაპუაშვილმა.

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რაჭის სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner