logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რაც შეეხება, ეს არის როგორც ცა და დედამიწა იმასთან შედარებით რა მდგომარეობაშიც იყო ჩაყენებული ეს სამსახური წინა ხელისუფლების დროს
- +

10 აგვისტო. 2023. 15:12

 

 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რაც შეეხება, ეს არის როგორც ცა და დედამიწა იმასთან შედარებით რა მდგომარეობაშიც იყო ჩაყენებული ეს სამსახური წინა ხელისუფლების დროს“, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოსახლეობა ერთი კვირის განმავლობაში აკვირდება თუ რამდენად გამართულად მუშაობს ეს სამსახური.

 

„შეგიძლიათ დაინტერესდეთ, დარწმუნებული ვარ, ყველა ინფორმაციას მოგაწვდიან და ვიზუალურადაც გაჩვენებენ თუ რა აღჭურვილობა აქვთ დღეს ჩვენს მაშველებს, რა ტექნიკური შესაძლებლობები აქვთ. ასე რომ, ამ მხრივ ეს სამსახური დღითიდღე უმჯობესდება და მათ შორის, ვნახეთ ამ სტიქიასთან ბრძოლის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში რამდენად ეფექტიანები იყვნენ.

 

ასეთი სამსახურები სწორედ საგანგებო სიტუაციების დროს გამოიცდება და ჩვენ ერთი კვირაა ამ გამოცდას ვაკვირდებით და, მგონი მთელი ჩვენი მოსახლეობის, ვატყობ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მადლობები, რომლებსაც ვისმენთ მაშველების მიმართ, ასახავს იმას თუ რამდენად გამართულად და პროფესიონალურად მუშაობს ჩვენი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner