“რადიკალურ ოპოზიციას რამდენი გაუჭირდება და კრიზისში აღმოჩნდება, უნდა, რომ საპარლამენტო კომისიამ შეასრულოს სასწრაფო დახმარების ფუნქცია”, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„რადიკალურ ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფუნქციები ერევა 112-ის ფუნქციებში. რამდენი გაუჭირდება და კრიზისში აღმოჩნდება, უნდა, რომ საპარლამენტო კომისიამ შეასრულოს სასწრაფო დახმარების ფუნქცია“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რაჭის სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.