logo_geo
eng_logo
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს კონკურსს ქართული ენის მასწავლებლის ერთი ნახევარგანაკვეთიანი და ისტორიის მასწავლებლის ერთი სრულგანაკვეთიანი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად
- +

10 აგვისტო. 2023. 16:10

 

 

მსურველებმა, გთხოვთ, 2023 წლის წლის 14 აგვისტოდან 2023 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, განაცხადები გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე cml@mod.gov.ge , ასევე აუცილებელია შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.teacherjobs.ge

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

 

  1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა/შეფასება.

 

  1. გასაუბრება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა მოხდება 2023 წლის 29 აგვისტოს, ხოლო გასაუბრება: - ქართულის მასწავლებლებთან გასაუბრება 2023 წლის 5 სექტემბერს 11:00 საათზე; - ისტორიის მასწავლებლებთან გასაუბრება 2023 წლის 5 სექტემბერს 12:00 საათზე;

 

პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და დაიბარებენ გასაუბრებაზე. შერჩევის კრიტერიუმები:

 

  1. კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ უფროსი მასწავლებელი;

 

  1. კანდიდატს უნდა ჰქონდეს სხვა სკოლაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

  1. კანდიდატი უნდა ფლობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს;

 

  1. კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს მოქმედი დისციპლინური სახდელი;

 

  1. კანდიდატს უნდა ჰქონდეს სტატუსის შესაბამისი სავალდებულო ტრენინგ-კურსების გავლილი (წარმოადგინოს დამადასტურებელი სერტიფიკატები)

 

  1. კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს საგაკვეთილო პროცესის მართვა;

 

  1. კანდიდატი უნდა იცნობდეს კანონს ზოგადი განათლების შესახებ;

 

  1. კანდიდატი უნდა იყოს მოტივირებული და მუდმივად ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებასა და სტატუსის ამაღლებაზე (ტრენინგები, პროექტები, სემინარები, კურსები);

 

  1. კანდიდატმა უნდა იცოდეს ელექტრონული სისტემის წარმოების წესი;

 

  1. კანდიდატმა უნდა იცოდეს მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner