სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს კონკურსს ქართული ენის მასწავლებლის ერთი ნახევარგანაკვეთიანი და ისტორიის მასწავლებლის ერთი სრულგანაკვეთიანი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად
-
+
10 აგვისტო. 2023. 16:10
მსურველებმა, გთხოვთ, 2023 წლის წლის 14 აგვისტოდან 2023 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, განაცხადები გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე cml@mod.gov.ge , ასევე აუცილებელია შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.teacherjobs.ge
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა/შეფასება.
- გასაუბრება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა მოხდება 2023 წლის 29 აგვისტოს, ხოლო გასაუბრება: - ქართულის მასწავლებლებთან გასაუბრება 2023 წლის 5 სექტემბერს 11:00 საათზე; - ისტორიის მასწავლებლებთან გასაუბრება 2023 წლის 5 სექტემბერს 12:00 საათზე;
პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და დაიბარებენ გასაუბრებაზე. შერჩევის კრიტერიუმები:
- კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ უფროსი მასწავლებელი;
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს სხვა სკოლაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს;
- კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს მოქმედი დისციპლინური სახდელი;
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს სტატუსის შესაბამისი სავალდებულო ტრენინგ-კურსების გავლილი (წარმოადგინოს დამადასტურებელი სერტიფიკატები)
- კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს საგაკვეთილო პროცესის მართვა;
- კანდიდატი უნდა იცნობდეს კანონს ზოგადი განათლების შესახებ;
- კანდიდატი უნდა იყოს მოტივირებული და მუდმივად ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებასა და სტატუსის ამაღლებაზე (ტრენინგები, პროექტები, სემინარები, კურსები);
- კანდიდატმა უნდა იცოდეს ელექტრონული სისტემის წარმოების წესი;
- კანდიდატმა უნდა იცოდეს მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14