logo_geo
eng_logo
ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: საჭიროების შემთხვევაში პაციენტს შეუძლია გადაადგილდეს აქტიურად და ძირითადად დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე გადაადგილდება
- +

10 აგვისტო. 2023. 18:30

 

როგორც იქნა, მოხდა ჩვენი აზრების თანხვედრა, - ასე გამოეხმაურა ზურაბ ჩხაიძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გამოქვეყნებულ ახალ დასკვნას. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი აქცენტს ექსპრეზიდენტის კვების დეფიციტზე საუბრობს.

აქ იგულისხმება ლაბორატორიული ანალიზების მაჩვენებლების პერიოდულად გაუარესება, რომ ეს ძირითადად დაკავშირებულია ისევ და ისევ კვების კომპონენტთან. დღევანდელ დასკვნაში კოლეგები აღნიშნავენ, რომ ეს უკავშირდება პროტეინდეფიციტურ მდგომარეობას, ანუ შიმშილს. რაც შეეხება კონკრეტულ დეფიციტს, დიახ, ესეც ალბათ ცოტა საკამათოა. შეიძლება ეს ნევროლოგის შეფასებაა, მაგრამ დინამიკაში ბევრად უფრო გაუმჯობესებულია.

პაციენტი ნაკლებად აქტიურია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გადაადგილდეს აქტიურად და გადაადგილდება ძირითადად დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე“, - აცხადებს ჩხაიძე.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნარჩუნდება გაუარესებისკენ ნელი დინამიკა. მედიკოსების დასკვნაში კვებით დეფიციტზეც არის საუბარი. ასევე ნათქვამია, რომ „ვივამედში“ მართვასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვთ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner