logo_geo
eng_logo
შესაძლოა, მოსწავლეებს მე-12 კლასში სწავლის ვალდებულება მოეხსნათ
- +

6 სექტემბერი. 2016. 18:44



განათლების და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, არის სურვილი, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც უმაღლესში სწავლის გაგრძელებას არ გეგმავენ, მე-12 კლასში სწავლის ვალდებულება მოეხსნათ.



მე-12 კლასი რჩება. ჩვენთან მოთხოვნა არის ბოლონიის პროცესის, რომ უმაღლესში ვინც მიდის, მათ უნდა ჰქონდეთ 12 წელი ნასწავლი აუცილებლად. თუმცა, ჩვენი სურვილი არის, რომ ვინც არ მიდის უმაღლესში, იმას ეს სავალდებულო 12 წელი მოეხსნას. ამის მსურველები არიან. ჩვენ ვაპირებთ, რომ პროფესიულის პოპულარობა გავზარდოთ და უამრავი ხალხი წავა პროფესიულში, მე გაძლევთ ამის პირობას", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner