logo_geo
eng_logo
თურქეთის მალათიის პროვინციაში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- +

10 აგვისტო. 2023. 23:57

 

თურქეთის მალათიის პროვინციაში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ეშილიურტის რაიონში, 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია მიწისძვრის შედეგად რაიმე ზიანის ან პრობლემის გამოსავლენად.

right_banner right_banner
არქივი
right_banner