logo_geo
eng_logo
CNN: ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინისა და სხვა საერთაშორისო საჭიროებებისთვის 24 მილიარდ დოლარზე მეტს სთხოვს
- +

11 აგვისტო. 2023. 00:31

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინისა და სხვა საერთაშორისო საჭიროებებისთვის 24 მილიარდ დოლარზე მეტს სთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მოთხოვნა მოიცავს უკრაინისათვის 13 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობით დახმარებას უსაფრთხოების სფეროში და 7.3 მილიარდ დოლარს უკრაინის ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner