აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინისა და სხვა საერთაშორისო საჭიროებებისთვის 24 მილიარდ დოლარზე მეტს სთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
მოთხოვნა მოიცავს უკრაინისათვის 13 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობით დახმარებას უსაფრთხოების სფეროში და 7.3 მილიარდ დოლარს უკრაინის ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.