logo_geo
eng_logo
შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა
- +

11 აგვისტო. 2023. 10:15

 

 

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ომში დაღუპულ ქართველ გმირებს დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.

 

სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს დღეს ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიაგებენ პატივს. ერთ საათში შინდისში ელოდებიან პრემიერ-მინისტრსაც.

 

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში, რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთნასწორო ბრძოლაში ჩაება. წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს დამატებითი ძალების გამოძახებაც კი დასჭირდათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner