logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის გმირებმა შესწირეს საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითები და ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა
- +

11 აგვისტო. 2023. 10:52

 

 

„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გამორჩეულ და სახელოვან შინდისის გმირებს. 15 წელი გავიდა მათი გმირული დაღუპვიდან. მათ შესწირეს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითები და ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შინდისში განაცხადა, სადაც შინდისის გმირებს პატივი მიაგო.

 

„ძალიან ბევრი დეტალი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც შინდისის ბრძოლა გაიმართა - როგორი თავდადება გვანახეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე და მათ ოჯახებს მინდა მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ასეთი გმირების გაზრდისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

 

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner