logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: შინდისის 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის. ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს უსამართლობა
- +

11 აგვისტო. 2023. 11:17

 

 

შინდისის 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის. ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს უსამართლობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.

 

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ შინდისის გმირები. 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის. ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს უსამართლობა. 5 ტანკი, ასეული, ჯავშანტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი - ეს იყო დაპირისპირებული ჩვენი 17 გმირის წინააღმდეგ, თუმცა მათ ჩვენი გმირები ვერ გატეხეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner