logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სატელიტური ფოტოები არის საბოლოო წერტილი იმ დეზინფორმაციის ნაკადისა, რომელიც მოედინებოდა კონკრეტული ადამიანებისა და ჯგუფებიდან
- +

11 აგვისტო. 2023. 11:31

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სატელიტურ ფოტოებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია სააგენტოს პირველად დასკვნაში, მმართველ გუნდში აფასებენ.

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნა ადასტურებს იმ დეზინფორმაციას, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა. მათი განცხადებით, აღნიშნულით კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

 

„სატელიტური ფოტოები არის საბოლოო წერტილი იმ დეზინფორმაციის ნაკადისა, რომელიც მოედინებოდა კონკრეტული ადამიანებისა და კონკრეტული ჯგუფებიდან. დღემდე ეს შენარჩუნებულია. იქამდეც [ფოტოების გამოქვეყნებამდე] ცნობილი იყო, რომ არ ყოფილა არანაირი ისეთი წინაპირობა, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო წინასწარი განგაშის საფუძველი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 9 აგვისტოს გამოაქვეყნა მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია სააგენტოს პირველად დასკვნაში. კერძოდ, სტიქიამდე ან სტიქიის პროცესში მდინარე ბუბისწყლის ხეობაში შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, დასკვნის თანახმად, სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. კლდეზვავის ჩამოშლის შედეგად მოწყდა დაახლოებით 62 ჰა-ზე გაშლილი მყინვარული მასა, რამაც მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება გამოიწვია.

 

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც ამ დროის მონაცემებით 21 ადამიანი ემსხვერპლა, 19 იდენტიფიცირებულია. 12-ის მოსაძიებლად კი 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner