logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: თუ დააცდიან ქვეყანას, რიკოთის რეაბილიტაცია ერთ-ორ წელიწადში დასრულდება, ეს გზა „ქართული ოცნების“ წევრებისთვის არ შენდება, შენდება ქვეყნისთვის
- +

11 აგვისტო. 2023. 12:14

 

 

რიკოთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით „ლელოს“ წევრების განცხადებას, რომ საკითხზე საერთაშორისო აუდიტი უნდა ჩატარდეს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

 

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რამდენიმე წელიწადში რიკოთზე გამართული ინფრასტრუქტურა იქნება, რაც კომფორტული გახდება მოსახლეობისთვის.

 

„ორჯერ ორი ოთხია, რომ ქვეყანას სჭირდება მაგისტრალი, რომელიც დასავლეთს აღმოსავლეთთან დააკავშირებს. ისიც ყველამ იცის, რომ ეს მაგისტრალი ურთულეს რელიეფზე შენდება და უპრეცედენტო მასშტაბების სამუშაოები მიმდინარეობს. თუ დააცდიან ქვეყანას, ეს ყველაფერი [რიკოთის რეაბილიტაცია] ერთ-ორ წელიწადში დასრულდება და გამართული ინფრასტრუქტურა იქნება, სადაც იმოძრავებენ მათ შორის ძვირფასი კოლეგები „ლელოდან“ მაგალითად. ეს გზა „ქართული ოცნების“ წევრებისთვის არ შენდება, ეს შენდება ქვეყნისთვის“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

გუშინ „ლელოს“ წევრებმა რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის ჩატარება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ მზად არიან თავად ჩაერთონ მონიტორინგში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner