„ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მეტი რა უნდა გააკეთონ?! მეწყერმა 2 წუთში დაფარა ყველაფერი“, - ამის შესახებ ადგილობრივმა „ქრონიკას“ შოვის სტიქიაზე საუბრისას განუცხადა.
„იქ 100 ტრაქტორზე მეტია და მუშაობს ის ხალხი. ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მეტი რა უნდა გააკეთონ?! მეწყერმა 2 წუთში დაფარა ყველაფერი. რომ აცხადებენ ტყის გაჩეხებზე, არავითარი გაჩეხები არ ყოფილა.
მაგ დროს გზაში ვიყავი. ამოვედი და 2 წუთში დაფარული იყო ყველაფერი“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
მე-9 დღე შოვის ტრაგედიიდან. სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა.