logo_geo
eng_logo
სერგი ხიდეშელი: იმ ადამიანების სამოქალაქო პანაშვიდები, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული, დღეს დაიწყება
- +

11 აგვისტო. 2023. 12:27

 

 

კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენს ქვეყანას მთლიანად, - ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„საძიებო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება ადგილზე არსებულ მონაცემებს, ამ ეტაპისთვის 21 მოქალაქეა გარდაცვლილი, 19 მათგანი იდენტიფიცირებულია და 12 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. იმ ადამიანების სამოქალაქო პანაშვიდები, რომლებიც ჩვენს მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული, დღეს დაიწყება. გარდაცვლილი მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯებს ონის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს“, - განაცხადა მერმა.

 

მე-9 დღე შოვის ტრაგედიიდან. სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner