logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: Politico-ს კვლევით, კონსერვატორული პარტიების პოპულარობა მთელ ევროპაში იზრდება
- +

11 აგვისტო. 2023. 14:15

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში Politico-ს მიერ ჩატარებულ და გამოქვეყნებულ კვლევას მიმოიხილავს, რომლის მიხედვითაც კონსერვატორული პარტიების პოპულარობა მთელ ევროპაში იზრდება.

 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების რეიტინგების ზრდა განპირობებულია ევროპულ საზოგადოებაში ეროვნულ იდენტობასთან, კონსერვატიულ სოციალურ ფასეულობებთან, იმიგრაციის მიმართ ხისტ პოზიციასთან დაფიქსირებული მზარდი ტენდენციებით.

 

„ამჟამინდელი, კორუფციულ სკანდალებში გახვეული ევროპარლამენტის შემადგენლობა ჩვენთვის ასე თუ ისე ცნობილია. რაც შეეხება ევროპარლამენტის მომავალ შემადგენლობას, საინტერესო ვარაუდები გამოთქვა თეთრ სახლთან დაახლოებულმა მედია-გამომცემლობა Politico-მ, რომელსაც „პოლიტიკური ვანგას“ რეპუტაცია გააჩნია. Politico-ს მიერ ჩატარებული კვლევებით, 2024 წლის ივნისის მაგივრად, დღეს რომ ჩატარებულიყო ევროარჩევნები:

 

მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ამჟამინდელი 177 მანდატის მაგივრად აიღებდა 158 ადგილს; „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D) არსებული 143 ადგილის სანაცვლოდ, აიღებდა 145 მანდატს; ულტრამემარჯვენე „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) არსებული 66 ადგილის მაგივრად აიღებდნენ 81 მანდატს; ლიბერალური პარტია „განახლებული ევროპა“ ამჟამინდელი 101 ადგილიდან შეინარჩუნებდა 86-ს; შემცირდებოდა ასევე „მწვანეთა" წარმომადგენლობა“ - 72-დან 44-მდე. მიუხედავად ამისა, EPP და S&D დიდი ალბათობით მაინც მოიპოვებენ მანდატების საკმარის ოდენობას, რომ შექმნან ფართო კოალიცია და შეინარჩუნონ კონტროლი პარლამენტზე. ECR-ის მზარდი პოპულარობა აიხსნება მასში შემავალი მემარჯვენე პარტიების („იტალიის ძმები“, „კანონი და სამართლიანობა“, „ფინელები და შვედი დემოკრატები“) მაღალი რეიტინგებით საკუთარ ქვეყნებში.

 

ამავდროულად, Politico-ს კვლევა ასახავს მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების პოპულარობის ზრდის ტენდენციას მთელ ევროპაში. ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების რეიტინგების ზრდა განპირობებულია ევროპულ საზოგადოებაში ეროვნულ იდენტობასთან, კონსერვატიულ სოციალურ ფასეულობებთან, იმიგრაციის მიმართ ხისტ პოზიციასთან დაფიქსირებული მზარდი ტენდენციებით. თუ 2024 წლის ივნისამდე ამ ტენდენციებმა კიდევ უფრო გაიმყარეს ადგილი ევროპულ სოციუმებში, მემარჯვენეების და კონსერვატორების პოზიციები კიდევ უფრო გამყარდება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner