„კიდევ დაგვემატა ლოკაცია და უკვე 10 ლოკაციაა, სადაც ცოცხალ ძალასთან ერთად, მძიმე ტექნიკაა ჩართული - ეს არის ალტერნატიული, გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს, მეორე ნაპირზე“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.
„დამატებულ ლოკაციებს წინ უსწრებს დამატებული ტექნიკა იმდაგვარად, რომ აბსოლუტურად ყველა ლოკაციაზე შესაბამისი შესაბამისი მობილიზაციაა. დღეს მდგომარეობით, 103 ერთეული მძიმე ტექნიკაა, რომელიც მაშველების ზედამხედველობით ახორციელებს სამუშაოებს. დანარჩენ ლოკაციებზეც ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინ გზის მიყვანა და ავტომობილების გამოყვანა. გუშინ და დღეს 10 ერთეული გამოვიყვანეთ, დარჩენილია 5 ერთეული“, - განაცხადა ქარსელაძემ.