„სვავების ინსტინქტით, შოვისა თუ სხვა თემებთან დაკავშირებით, ომობენ იმისთვის, რომ საზოგადოებაში დესტაბილიზაციისა და არასტაბილურობის განცდა დაამკვიდრონ“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„რიკოთის თემაზე მაღალი დონის ექსპერტების საუბარია საჭირო. როგორც ვიცი, უახლოეს პერიოდში ინფო-ტური იგეგმება, მათ შორის მედიისთვის და ბევრი რამ გაცხადდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
გუშინ „ლელოს“ წევრებმა რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის ჩატარება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ მზად არიან თავად ჩაერთონ მონიტორინგში.