logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სვავების ინსტინქტით, შოვისა თუ სხვა თემებთან დაკავშირებით, ომობენ იმისთვის, რომ საზოგადოებაში დესტაბილიზაციისა და არასტაბილურობის განცდა დაამკვიდრონ
- +

11 აგვისტო. 2023. 14:57

 

 

„სვავების ინსტინქტით, შოვისა თუ სხვა თემებთან დაკავშირებით, ომობენ იმისთვის, რომ საზოგადოებაში დესტაბილიზაციისა და არასტაბილურობის განცდა დაამკვიდრონ“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„რიკოთის თემაზე მაღალი დონის ექსპერტების საუბარია საჭირო. როგორც ვიცი, უახლოეს პერიოდში ინფო-ტური იგეგმება, მათ შორის მედიისთვის და ბევრი რამ გაცხადდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

გუშინ „ლელოს“ წევრებმა რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის ჩატარება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ მზად არიან თავად ჩაერთონ მონიტორინგში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner