logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი შინდისის გმირებზე: ასეთი ვაჟკაცების მაგალითზე იზრდება საქართველოში მომავალი თაობა
- +

11 აგვისტო. 2023. 15:15

 

 

„ასეთი ვაჟკაცების მაგალითზე იზრდება საქართველოში მომავალი თაობა. სიამაყეს გმატებს, რომ მტერი ეგრე ადვილად საქართველოს ვერასდროს დაამარცხებს და ქედს მოახრევინებს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ შინდისის გმირებზე საუბრისას განაცხადა.

 

„ისტორიის შემქმნელები თავიანთი ცხოვრებით ეს ბიჭები და არა მხოლოდ ეს ბიჭები - ყველა, ვინც ომში დაეცა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში, რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს დამატებითი ძალების გამოძახებაც კი დასჭირდათ. შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner