logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: შინდისის გმირების ისტორია არის გამორჩეული, როდესაც უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მამაცმა მეომრებმა დიდი ზიანი მიაყენეს მტერს
- +

11 აგვისტო. 2023. 15:49

 

 

„პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ნათელ ხსოვნას, ის, რომ საქართველო არის სახელმწიფო, ამ გმირების დამსახურებაა, საქართველო დგას მათ თავდადებასა და თავგანწირვაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან განაცხადა.

 

„შინდისის გმირების ისტორია არის გმირობის გამორჩეული ისტორია, როდესაც უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მამაცმა მეომრებმა დიდი ზიანი მიაყენეს მტერს და გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე და ასეთი

 

ჩვენ, ჩვენს მომავალ თაობებს ყოველთვის ემახსოვრებათ მათი თავგანწირვა, მათი სახელები. ასეთი მაგარი ბიჭების გმირობა, ჩვენი ჯარის გმირობა და ჩვენი ხალხის თავდადება არის იმის გარანტი, რომ საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე და რა თქმა უნდა, ჩვენ მშვიდობიანი გზით აუცილებლად გავამთლიანებთ და გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ბერაიამ.

 

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში, რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს დამატებითი ძალების გამოძახებაც კი დასჭირდათ. შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner