logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური „ლელოზე“: ისინი არ ემსახურებიან არც საკუთარი ქვეყნის და არც საკუთარი ხალხის ინტერესებს
- +

11 აგვისტო. 2023. 15:59

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური „ლელოს“ წევრების მიერ რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის ჩატარების მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ პარტიულად საქმე გამოელიათ და რაღაც ხელოვნური თემების აწევა, ან გადაფარვა სურთ.

 

მისი თქმით, ისინი არ ემსახურებიან არც საკუთარი ქვეყნის და არც საკუთარი ხალხის ინტერესებს

 

„ვიწროპარტიულ ინტერესებში ჩარჩენა, რა თქმა უნდა, მათ უქადის იმას, რომ მათი ორ-სამ პროცენტიანი რეიტინგი კიდევ უფრო ქვევით ჩამოიწევს. ერთადერთი მიზეზი არსებობს ამისთვის, ისინი არ ემსახურებიან არც საკუთარი ქვეყნისა და არც საკუთარი ხალხის ინტერესებს. ეს არის ვიწრო პოპულიზმი და მეტი არაფერი. ვფიქრობ, უბრალოდ, რომ მათ პარტიულად საქმე გამოელიათ და რაღაც ხელოვნური თემების აწევა ან გადაფარვა სურთ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

გუშინ „ლელოს“ წევრებმა რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის ჩატარება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ მზად არიან თავად ჩაერთონ მონიტორინგში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner