logo_geo
eng_logo
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს 20 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- +

11 აგვისტო. 2023. 16:51

 

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლი მოკლეს.

 

ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოში დამარხეს, რის შემდეგაც მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ და მისი ნაწილებად დაშლა დაიწყეს.

 

სამართალდამცველებმა ორი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 22 მაისს დააკავეს, ხოლო მესამე პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდების შესახებ. სამივე პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით) წარედგინათ.

 

სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, რომელთაგან ერთს 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორეს -  არასრულწლოვან ბრალდებულს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი 12 (თორმეტი)წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მესამე ძებნილი ბრალდებულის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საქმის განხილვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner