logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

11 აგვისტო. 2023. 16:58

 

 

ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  ქნესეთის სპიკერს  ამირ ოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას და იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც ორ ქვეყანას საუკუნეების მანძილზე აკავშირებს.

 

მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის 2015 წელს გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებასა და მისგან გამომდინარე თანამშრომლობაზე. ქნესეთის სპიკერმა  საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

 

გივი მიქანაძემ ამირ ოჰანას 3 აგვისტოს, შოვში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილი სამძიმრის წერილის გამო მადლობა გადაუხადა.

 

ისრაელში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტში მონაწილეობდნენ: ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი  გივი მიქანაძე,  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი,  განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. ვიზიტით გათვალისწინებულ ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდნენ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია და ელჩის მოადგილე ნიკოლოზ ჩალოევი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner