logo_geo
eng_logo
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
- +

11 აგვისტო. 2023. 18:18

 

 

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და 1 სხეულის ფრაგმენტი. დილის მონაცემებით აღმოჩენილი იყო ერთი ცხედარი და ახლა დაემატა კიდევ ორი. გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების ოპერაცია 10 მდებარეობაზე. სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს იმ სიფრთხილით და ყველა საკითხის დაცვით, რაც უკავშირდება სამაშველო სპეციფიკას. აღნიშნული სამუშაოები გრძელდება“,- აღნიშნა ქარსელაძემ.

 

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner