logo_geo
eng_logo
ირაკლი ქარსელაძე: გაიჟღერა ბრალდებამ, თითქოს უკონტროლოდ ხდება ფინანსების ხარჯვა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თავად ახორციელებს ფულის გადარიცხვას
- +

11 აგვისტო. 2023. 18:41

 

 

გაიჟღერა ბრალდებამ ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით, თითქოს უკონტროლოდ ხდება ფინანსების ხარჯვა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი. შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების შემდეგ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თავად ახორციელებს ფულის გადარიცხვას, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

 

„გაიჟღერა ბრალდებამ ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით, თითქოს უკონტროლოდ ხდება ფინანსების ხარჯვა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი. რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებას მოვიყვან და ყველასთვის ნათელი იქნება, თუ რა აბსურდზეა საუბარი. არცერთი გადახდა არ წარმოებს საზედამხედველო კომპანიის შესაბამისი დადასტურებების, დოკუმენტაციის წარმოდგენის და სხვადასხვა ფორმების დადასტურების გარეშე. მას შემდეგ რაც ეს არის დადასტურებული და გადაეგზავნება საავტომობილო გზების დეპარტამენტს, შესაბამისი გადამოწმების შემდეგ ხდება ამ დოკუმენტაციის მიწოდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტზე, რომელიც, თავის მხრივ, თავად ახორციელებს ფულის გადარიცხვას“, - აცხადებს ქარსელაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner